„ველტისის“ სასწავლო ცენტრი აერთიანებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს, რომელთაც გააჩნიათ მრავალწლიანი პრაქტიკული და აკადემიური გამოცდილება. თითოეული თანამშრომელი გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობითა და პროფესიული სტანდარტებისადმი ერთგულებით, რაც უზრუნველყოფს სწავლის პროცესის ეფექტურობასა და ხარისხს. ჩვენთან თანამშრომლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს თქვენი პროფესიული განვითარებისა და წარმატებული კარიერისკენ.
ჩვენი მიზანია დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული, მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამები. ცენტრი უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ, სრულფასოვან და დინამიურ პროფესიულ განათლებას, რაც ხელს უწყობს კონკურენტუნარიანი, პრაქტიკულად მომზადებული კადრების ჩამოყალიბებას, მათი შემდგომი დასაქმებისა და თვითრეალიზაციის პერსპექტივით.
სასწავლო პროგრამები დაფუძნებულია როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ საუკეთესო პრაქტიკაზე. სწავლების პროცესში აქტიურად ვიყენებთ თანამედროვე მეთოდოლოგიებსა და ტექნოლოგიებს, რაც უზრუნველყოფს ცოდნის ეფექტურ გადაცემასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
განკუთვნილია დამწყებთათვის ან მათთვის, ვისაც სურს ძირითადი ცოდნის მიღება
უსაფრთხოების მიმართულება
საინჟინრო მიმართულება
ტექნიკური უნარები
განკუთვნილია იმ პირებისთვის, ვისაც უკვე აქვს საბაზისო ცოდნა ან პრაქტიკული გამოცდილება
უსაფრთხოების მიმართულება
საინჟინრო მიმართულება
ტექნიკური უნარები
განკუთვნილია პროფესიონალებისთვის, რომელთაც სურთ კვალიფიკაციის ამაღლება და სპეციალიზაცია
უსაფრთხოების მიმართულება
საინჟინრო მიმართულება
ტექნიკური და მენეჯერული უნარები
(სპეციალიზებული კურსები სერტიფიკატით)